Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვარძიაში დაზიანებულ მოხატულობას პირვანდელი სახე ვერ დაუბრუნდება

04 ნოემბერი, 2016 12:39

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა, პირვანდელ სახით ვერ აღდგება. - ამის შესახებ „ლიბერალს“ ვარძიაში მომუშავე რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა კუპრაშვილმა განუცხადა. 

„პირვანდელი სახე, ცხადია, 100%-ით ვერ დაბრუნდება, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, გაწმენდას ექვემდებარება. ხვალიდან იწყებს ჩვენი ჯგუფი მუშაობას. სამუშაოების პირველ ეტაპს, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება. დაზიანება საკმაოდ მძიმეა. სანთელი პარაფინის იყო და ამ ჭვარტლშიც არის ეს შემცველობა. მხატვრობის ზედაპირიდან მისი მოცილება ძალიან რთულია, ამ დროს მხატვრობის ზედაპირი დაზიანებული იყო, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ნებისმიერი გაწმენდა არის ძალიან მძიმე და რთული პროცესი. მით უმეტეს ამ მოცულობისას, თუმცა გაკეთდა ტესტები, რაც გვაძლევს იმედს, რომ უმეტესობა გაიწმინდება“.- განაცხადა ნანა კუპრაშვილმა.

ვარძიაში დაზიანებული მხატვრობის ფოტომასალას  საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

ვარძიის ღვთსმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი 2 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. რის გამოც უნიკალური მე-12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. მათ შორის თამარ მეფისა და გიორგი III-ის ფრესკაც. ხანძარი  დატოვებულმა სანთელმა გააჩინა. 

ტაძარში ცეცხლის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას და დაზიანებას გაუფრთხილებლობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^