
თბილისში, სტადიონ „დინამო არენის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უსახლკაროა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ შუა ხნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.