ერაყის ფედერალური პოლიციის ძალები და არმია თავს დაესხა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ქალაქ ჰამამ ალ-ალილში, რომელიც მდებარეობს ქალაქ მოსულის სამხრეთით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ქალაქში ერაყის ძალები სამ ფრონტზე იბრძვის, ჰამამ ალ-ალილი მოსულისგან 30 კილომეტრის დაშორებითაა.