4 ნოემბერს, გვიან ღამით ვეგან-აქტივისტი ირაკლი კიკილაშვილი პოლიციამ დააკავა. იგი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრეკა დაუპირეს, თუმცა კიკილაშვილმა მათ გაჩხრეკის ნებართვა არ მისცა.
შსს-ს ცნობით, ირაკლი კიკალიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც “პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” გულისხმობს.
ირაკლი კიკალიშვილის უფლებებს საია იცავს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს ირაკლის უფლებებს, მისი დაკავება მოხდა გვიან ღამით, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა დროებით მოთავსების იზოლატორში, შემდეგ გადაყვანეს სასამართლოში. დღეს ჩატარდა სასამართლო სხდომა, ჩვენ ვიშუამდგომლეთ მოწმის დაკითხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა, ასევე ვიშუამდგომლეთ, რომ პოლიციას წარმოედგინა ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და დაკავებას, ეს ვიდეო მასალა არ ჰქონდათ წარმოდგენილი და მოითხოვეს, რომ სხვა დღისთვის ყოფილიყო დანიშნული სხდომა. სასამართლომ სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა“- განაცხადა საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ „ლიბერალთან“ საუბარში.