
ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ "რა თქმა უნდა, 100%-ით იმის დაბრუნება, რაც იყო, შეუძლებელია."
"მაგრამ დოკუმენტაცია გვაქვს, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუთან თანამშრომლობითაა შექმნილი და ამ გადაუდებელი სამუშაოების მერე, რასაც ახლა ვაწარმოებთ, 2017 წლიდან ვიწყებთ სრულმასშტაბიან საკონსერვაციო სამუშაოებს". - ამბობს ანთიძე.
მისი თქმით "როდესაც ჩაგვაბარეს პროქეტი და გვითხრეს, რომ ეს არის მთელი დოკუმენტაცია ვარძიის მხატვრობაზე, იქ ეწერა, რომ მას ბუნებრივი დაზიანება არ ემუქრება და ამიტომ საჭირო არ იყო რამდენიმე წელი, მხატვრობისთვის ხელის ხლება, თუმცა ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ, უკვე დავიწყებთ სრულმასშტაბიან საკონსერვაციო სამუშაოებს".