7-11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები NATO-სა და ევროკავშირის შტაბბინებში ვიზიტს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში მათთან ერთად მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც გაემგზავრებიან.
ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოდან სასულიერო პირების დელეგაცია გაემგზავრება
საპატრიარქო დელეგაციის შემადგენლობას აქვეყნებს:
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები:
1. დელეგაციის ხელმძღვანელი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
2. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
3. საქართველოს საპატრიარქოს წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გარეკელი);
4. გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებითი მმართველი ანდრია (გვაზავა);
5. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
6. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერი გოგოტიშვილი;
7. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე;
8. წმ.სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი);
9. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ანდრიაძე;
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები:
1. დელეგაციის ხელმძღვანელი: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია;
2. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტაპენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე;
3. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისდირექტორი, ქეთევან ჩაჩავა; – (ბრიუსელშია);
4. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი;
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (ორგანიზატორები)
5. არჩილ ყანჩაველი – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი (ბრიუსელშია);
6. მიხეილ მირზიაშვილი – განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
დელეგაცები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ NATO-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში; ასევე მოინახულებენ ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოს და შეხვდებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.