"ლიბერალი" "ამერიკის ხმასთან" თანამშრომლობით გთავაზობთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ინტერაქტიულ რუკას.
დღეს, 8 ნოემბერს, გრძელი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ერთმანეთს დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უპირისპირდებიან.
კლინტონის თქმით, არჩევნების დღე „ჩვენი დროის ტესტია“. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ამერიკისთვის ეს დღე „დამოუკიდებლობის დღეს“ უდრის.
50 შტატში, არჩევნების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე არ გამოცხადება. ვაშინგტონის დროით, საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნები ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში დაიხურება. ამ შტატებზე 538 საარჩევნო კოლეგიის ხმათა ნახევარი მოდის.
კვლევების მიხედვით, კლინტონი 2-4 პროცენტით ლიდერობს. წინასწარი ხმის მიცემის პროცედურის მიხედვით ათობით მილიონმა ამერიკელმა თავის რჩეულს ხმა უკვე მისცა.
წყარო: ამერიკის ხმა