Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლინტონი თუ ტრამპი - საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მოსახლეობის არჩევანი

08 ნოემბერი, 2016 15:49

ანალიზისა და კონსულტაციების სააგენტო “აისეთმა“ “ფეისბუქის“ მეშვეობით გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოსახლეობამ მიიღო.

კითხვა შემდეგი იყო - ვის მისცემდნენ ხმას, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ შეგეძლოთ. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ქვეყნიდან ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას სურს. გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ არჩევნებში კლინტონს მისცემდა ხმას, ხოლო 34% - დონალდ ტრამპს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ შედეგები პირიქითაა. გამოკითხულთა 71% დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას უჭერს მხარს, 29% კი - ჰილარი კლინტონისას.

მოსახლეობის მხარდაჭერა ტრამპმა ყაზახეთშიც მოიპოვა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 65%-მა მას დაუჭირა მხარი, ხოლო 35%-მა - ჰილარი კლინტონს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^