საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამერიკელ ხალხს“, - წერს მარინ ლე პენი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ამ მომენტისათვის დონალდ ტრამპს 264, ხოლო ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს. ჯერ უცნობია 7 შტატის მონაცემები, რომელიც საერთო ჯამში, 58 ხმას გულისხმობს.