
ანიმაციური სერიალის „სიმპსონების“ შემქმნელებმა ტრამპის პრეზიდენტობა 16 წლის წინ იწინასწარმეტყველეს.
სერიაში სათაურით „ბარტი მომავალში“, ერთ-ერთი პერსონაჟი ლიზა უმაღლეს თანამდებობას იკავებს და დონალდ ტრამპს იხსენიებს, როგორც პრეზიდენტს. სერია ტელეკომპანია FOX-ის ეთერში 2000 წლის მარტში უჩვენეს.
როგორც სერიალის შემქმნელი The Guardian-თან საუბარში ამბობს, ტრამპის პრეზიდენტობა იმ დროისთვის ყველაზე აბსურდულ ხუმრობად მიაჩნდა. „სიმპსონები“ 1989 წლიდან დღემდე FOX-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია.
დღეს დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 274 ხმა მიიღო, გამარჯვებისთვის კი 270 იყო საკმარისი.