Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწილი - აქტივობა ბაგა-ბაღის ბავშვებისთვის - სპეციალისტების შეფასებები

10 ნოემბერი, 2016 17:51

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბავშვო ბაღებში ქორწინების თემაზე გამართულ აქტივობებს.

ფოტოებსა და ვიდეობში, რომლებიც სხვადასხვა ბაგა-ბაღების ფეისბუქგვერდებზეა განთავსებული, ჩანს, რომ ე.წ. ქორწილის აქტივობაში ჩართულები არიან ბავშვები,  ნეფე-დედოფლის როლსაც ბავშვები ასრულებენ.

შეესაბამება თუა რა ამ თემის აქტივობა ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს და უნდა იყვნენ თუ არა თვითონ ბავშვები ჩართულები ასეთ აქტივობებში ?

„ლიბერალმა“ ამ შეკითხვით იმ წიგნის ავტორებს მიმართა, რომლის მიხედვითაც, ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები სასწავლო პროცესს წარმართავენ.

„სასწავლო-სააღმზრდელო სახელმძღვანელო ბაგა-ბაღებისთვის“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლითაც თბილისში მოქმედი ყველა საბავშვო-ბაღი ხელმძღვანელობს.

ერთ-ერთი აქტივობა ქორწილია: დაათვალიერებინეთ ბაშვებს ქორწილის სხვადასხვა ფოტო, ჰკითხეთ, თუ იციან, რა ხდება ამ სურათებზე? რატომ ქორწინდებიან ადამიანები? როგორი არის საქორწინო ცერემონია? გაიხსენონ, რომელი ზღაპრები მთავრდება ქორწილით. მოუყევით ქორწილის ქართულ ტრადიციებზე.  მოასმენინეთ „მრავალჟამიერი“ - ესაა ამონარიდი ამ წიგნიდან. ასევე ამავე წიგნის მიხედვით, აღმზრდელებმა უნდა წაახალისონ ბავშვები, გაითამაშონ ქორწინების ცერემონია, გაგზავნონ მოსაწვევები, მიიღონ სტუმრები და გაუმასპინძლდნენ. აქვე აღნიშნულია, რომ ნეფე-პატარძლის როლი უნდა ათამაშონ თოჯინებს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ბურძენიძის თქმით, ქორწილის თემა წიგნის მიხედვით 4-5-წლიანი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. მისი შეფასებით,  ქორწილის თემატიკა მნიშვნელოვანია, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვები თამაშობენ  ნეფე-პატარძლის როლს, ნინო გურგენიძის თქმით, აღმზრდელმა თითქმის ყველა სააღმზრდელო პრინციპი დაიცვა ამ აქტივობის დაგეგმის დროს, თუმცა „გადააჭარბა“, როცა ნეფე-პატარძლის როლები ბავშვებს ათამაშა. მისივე თქმით, აღმზრდელის განმარტებით, აღნიშნული მას ბავშვებმა სთხოვეს.

„სასურველი იქნებოდა და ასეც უნდა ყოფილიყო, რომ თვითონ ეს პერსონაჟები ნეფისა და დედოფლის, ყოფილიყვნენ თოჯინები, რომლებსაც შექმნიდნენ ბავშვები. აღმზრდელის განმარტებით, მან ბავშვების თხოვნა გაითვალისწინა. ჩვენ ყველა ბაღთან აქტიური კონსულტაცია გვაქვს. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ცუდად აღიქვა, რამდენადაც თვითონ აქტივობა არ იყოს ისე ჩატარებული, როგორც ამას მეთოდიკა მოითხოვს. ნეფე-პატარძლის როლი თოჯინებმა უნდა ითამაშონ, რომ არ მოხდეს ისე რომ ერთი წყვილი გამოაცალკევონ და დიდებივით ცერემონია წარმართონ. სააგენტო არ იზიარებს აღმზრდელის პოზიციას და მას აუცილებლად მიეცემა სამსახურებრივი საყვედური.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნინო ბურძენიძემ.

აღნიშნული სახელმძღვანელო ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში მომზადდა, თბილისის მერიისა და გაეროს ბავშვეთა ფონდის მხარდაჭერით.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ანა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ქორწინების თემა არ არის აკრძალული  თემა და ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა, რომელიც ბავშვებისთვისაც არაა დაფარული. ანა ჯანელიძის თქმით, ასეთი აქტივობის სახელმძღვანელოში შეტანა პრობლემა არ არის და ამ შემთხვევებმა უფრო მეტად აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოაჩინა და ამიტომ მიაჩნია, რომ მასწავლებლების კომპეტენციების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მკაფიო პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ.

„ორი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს აქ. აღმზრდელებს ჰგონიათ, ან შესაძლოა, მათ სთხოვდნენ, რომ ყველა აქტივობა უნდა განახორციელონ აუცილებლად, რაც წერია აქტივობათა კრებულში. ეს, რეალურად, მცდარი წარმოდგენაა. ასე არ შეიძლება იყოს. მაშინ ზედმეტია საუბარი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე/ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ასეთი ტიპის აქტივობებია იმისთვის, რომ იდეები აიღონ მასწავლებლებმა და არა იმისათვის, რომ ყველამ ერთსა და იმავე დღეს ერთი და იგივე თამაში ათამაშოს ბავშვებს.  პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები შესაძლოა, ხშირად წარმართავენ ამ აქტივობას ისე, რომ ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ, არც ესმით, რა ხდება, უხალისოდ ასრულებენ ბრძანებებს და არ არიან ჩართულები.  ნებისმიერი აქტივობის დროს რომ შეხვიდეთ ნებისმიერ ბაღში, ასეთ შემთხვევებს ხშირად ნახავთ. ეს არსებული პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ანალოგიური ვითარებაა ზეიმების შემთხვევაშიც“. - ამბობს ანა ჯანელიძე.

წიგნის ერთ-ერთი ავტორის თეონა ბექიშვილის თქმით, სახელმძღვანელოების ავტორებმა მიიჩნიეს, რომ მიჩქმალვა და ტაბუს დადება არ არის კარგი და არაფერი დაშავდება, თუ ბავშვები ქორწინების თემასთან დაკავშირებითაც ითამაშებენ.

„ბავშვები ისედაც თამაშობენ ოჯახობანას და ა.შ. და არაფერი დაშავდება თუ, ვთქვათ, ქორწილის თემასთან დაკავშირებითაც ითამაშებენ. ოღონდ, წიგნის მიხედვით გათვალისწინებულია თოჯინები და სავალდებული არაა, რომ მაინც და მაინც თვითონ იყვნენ როლში“. - განუცხადა „ლიბერალს“ თეონა ბექიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^