Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სტუდია მონიტორი“: ჟურნალისტების მოდის ჩვენებისთვის თბილისის მერიამ 36 971 ლარი დახარჯა

11 ნოემბერი, 2016 0:37

ჟურნალისტების მოდის ჩვენებისთვის [MASS MODA] თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 36 971 ლარი დახარჯა, - ამის შესახებ „სტუდია მონიტორის“ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ მასალაშია ნათქვამი.

„მონიტორის“ ინფორმაციით, „MASS MODA 2016-ის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი სწორედ თბილისის მერია იყო, რომელმაც დააფინანსა: მუსიკალური გაფორმება, ტექნიკური და ადმინისტრაციული ჯგუფების ჰონორარები, დიზაინერის ჰონორარი და სასცენო ხარჯები.

როგორც „სტუდია მონიტორთან“ საუბრისას ჯაბა სიხარულიძე, კულტურული ღონისძიებების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, მსგავსი პროექტები საკმაოდ იშვიათია და ცდილობენ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებული პროექტი მოდის სფეროს მიმართულებით იყო და დიზაინის. .. ეს საკმაოდ იშვიათი პროექტებია და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ... წარდგა ეს პროექტი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დაეფინანსებინათ“, - აცხადებს სიხარულიძე.

„MASS MODA 2016“ 23 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიება პირველად 2005 წელს ჩატარდა. 4 -წლიანი პაუზის შემდეგ MASS MODA წელს პირველად გაიმართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^