
"ბი-ბი-სის" ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქ მოსულში, 40 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ღალატსა და ერაყის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, მოკლეს.
"ბი-ბი-სი" ინფორმაციას გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, რაად ალ-ჰუსეინის თქმით, ამ მოქალაქეებს ნარინჯისფერი სამოსი ჩააცვეს, წარწერით „მოღალატეები და აგენტები“. გარდაცვლილთა ცხედრები კი ქალაქის სხვადასხვა რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე ჩამოკიდეს.
გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს „ბოევიკებმა“ 6 ადამიანი იმის გამო ჩამოახრჩეს, რომ მათგან ფარულად ტელეფონის სიმ-ბარათებს ინახავდნენ.