Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ქალის გენეტალიების სავარაუდო დასახიჩრებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებებს მიმართავს

14 ნოემბერი, 2016 14:32

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების პრაქტიკასთან დაკავშირებით შსს-მ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - ამის შესახებ „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 

საქართველოს სახალხო დამცველმა პირადი ინიციატივით დაიწყო ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევათა შესწავლა.

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ.  მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში.

„ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება. 

სამწუხაროდ, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია საკითხის სირთულის, რისკებისა და გართულებების შესახებ. ასევე, არ იციან, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პრაქტიკა და მას ძირითადად რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ." - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონულ სამმართველოს უფროსს, რომლის ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ ბოლო დროს შეიტყვეს, თუმცა გადამოწმებისას არ დადასტურდა.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში განახორციელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ამ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^