„დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან,“ - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუმცა ამაზე უფრო კონკრეტულად არ უსაუბრია.
რაც შეეხება საპარლამენტო გეგმებს, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებაა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის და პარლამენტში დამატებით 4 დეპუტატის კვოტას ითხოვს. როგორც ინაშვილმა განაცხადა, მათი პარტიის 4 დეპუტატი მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში ვერ შედის.
“ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.