„ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უმცირესობის შექმნას გეგმავს და მას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. სერგო რატიანის ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე იქნება, ხოლო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე - ნიკა მელია.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ტუღუშს წარადგენს.
„გვაქვს მსჯელობა, რამდენი ფრაქცია ჩამოვაყალიბოთ - კიდევ ორი თუ ერთი. ამასთანავე გაგრძელდება მსჯელობა კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეებთან დაკავშირებით”, - განაცხადა რატიანმა.