Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF-ის კვლევა: დისკრიმინაციული გამოხატვის ტიპოლოგიაში ისლამოფობია და ანტიკათოლიციზმი ჭარბობს

16 ნოემბერი, 2016 14:37

„მედიის განვითარების ფონდის" 2016 წლის სიძულვილის ენის მედიამონიტორინგის ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 71 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 19 შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისგან მოდის. 

ანგარიში, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ დისკრიმინაციული გამოხატვის ტიპოლოგიის თვალსაზრისით, ყველაზე მძლავრი ისლამოფობიური განწყობები იყო (31 შემთხვევა), რომელსაც მოსდევს ანტიკათოლიციზმი (18), რაც სექტემბერში საქართველოში რომის პაპის ფრანცისკეს ვიზიტს უკავშირდება.

რაც შეეხება უშუალოდ სასულიერო პირების მხრიდან დისკრიმინაციულ ქცევას:

„რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ყველაზე მეტ კომენტარს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი (19), საიდანაც ანტიკა- თოლიციზმი (12) დომინირებდა, რაც სექტემბერში საქართველოში რომის პაპის ფრანცისკეს ვი- ზიტს უკავშირდებოდა. შემდეგ ადგილზეა ისლამოფობია (4). იეჰოვას მოწმეების, ბაპტისტებისა და არამართლმადიდებელი კონფესიების მიმართ დისკრიმინაცია კი თითო-თითო შემთხვევაში გამოიკვეთა. ბაპტისტების მიმართ დისკრიმინაცია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან მი- მართებაში გამოიკვეთა, როდესაც დაუსაბუთებლად ხდებოდა მისი მრწამსის იდენტიფიცირება. სასულიერო პირებიდან ყველაზე მეტად დისკრიმინაციული კომენტარებით დავით ისაკაძე (5), ნიკოლოზ ჩხიკვაძე (3), დავით ნოზაძე (3) გამოირჩეოდნენ" - ნათქვამია ანგარიშში. 

კვლევის თანახმად, მედია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის წყარო 16 შემთხვევაში იყო, საიდანაც ყველაზე მეტი შემთხვევა (7) Geworld.ge-ზე მოდის (რესპონდენტი 6), მას მოსდევს გაზეთი „ასავალ- დასავალი“ (მედია – 4, რესპონდენტი – 10) და თითო-თითო შემთხვევით ტვ „კავკასია“ (რეს- პონდენტი – 4), „ალია“ ჰოლდინგი (რესპონდენტი – 2), გაზეთი „კვირის პალიტრა“, ასევე საპატრიარქოს არხი „ერთსულოვნება“, რომელიც ჩვენი მონიტორინგის სუბიექტი არ არის, თუმცა მის დისკრიმინაციულ ვიდეო რგოლზე სიუჟეტი სხვა მედიებში მომზადდა. ტვ „იმედის“ წამყვანის 1 ისლამოფობიური შეფასება, რომელიც „ალიაში“ გამოქვეყნდა, მონიტორებმა იმ ტელეკომპანიას მიაკუთვნეს, რომელსაც ის წარმოადგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^