Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF: სიძულვილის ენის გამოხატვის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰომოფობიას უკავშირდება

16 ნოემბერი, 2016 16:05

მედიის განვითარების ფონდი (MDF)-ის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის მიხედვით,  სხვადასხვა წყაროს მხრიდან სიძულვილის ენის 868 გამოხატვა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 454 შემთხვევა ჰომოფობიას უკავშირდება.


 
კვლევის მიხედვით, ჰომოფობიის წყარო ყველაზე ხშირად თავად მედია (152) და პლიტიკური პარტიები (139) იყვნენ. 

მედიაში ჰომოფობიის ყველაზე ხშირი შემთხვევა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გვხვდება, მას მოსდევს Geworld.ge, ჰოლდინგი „ალია“ (რომელშიც გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკაა“ გაერთიანებული), შემდეგ ადგილებზე „საქინფორმი“, „ობიექტივი“ და „მარშალპრესი“ არიან.

პოლიტიკურ პარტიებში კი ჰომოფობიის წყარო ყველაზე ხშირად ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოა, . მას მოსდევს „ქართული ოცნება“. კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან 6 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა, მათგან 4 საკონსტიტუციო ცვლილებებსა და რეფერენდუმის აუცილებლობას უკავშირდებოდა. ერთი შემთხვევა კი განათლების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ ჰომოფბიური შინაარსის ტერმინის, „მამათმავლობის“ ნეგატიურ კონტექსტში გამოყენებას ეხებოდა.


კვლევაში ასევე ასახულია საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების ჰომოფობიური განცხადებები, რომელშიც ჰომოსექსუალობა განხილული იყო, როგორც პრობლემა.  ასევე საზოგადოებტივი ორგანიზაციები, რომელთა დიდი ნაწილიც პრორუსლია, მაგალითად „ევრაზიული ინსტიტუტი“ და „ერეკლე II-ის საზოგადოება“.
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან 35 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა. განცხადებებში დომინირებდა აზრი, რომ ჰომოსექსუალობა დასავლეთის მხრიდან არის თავსმოხვეული.
კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან 6 ჰომოფობიური განცხადება გაკეთდა, მათგან 4 საკონსტიტუციო საკონსტიტუციო ცვლილებებსა და რეფერენდუმის აუცილებლობას უკავშირდებოდა. ყველაზე მეტი ჰომოფობიური განცხადება ბასილ მკალავიშვილმა გააკეთა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^