Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე: თუ „გირჩი" მარიხუანას დათესავს, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ

16 ნოემბერი, 2016 17:35

„ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ვერ დავეთახნმებით. ჩვენმა გუნდმა წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაწერა, რომ  კონკრეტული სასჯელის ლიბერალიზაციას ვემხრობით ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს.  დაანონსებული აქცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციაა და ეს არ არის სწორი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული აქციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.

„კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. თუ ისინი ამ ინიციატივას განახორციელებენ, სამართალდამცავი ორგანოები კანონის საფუძველზე იქნებიან ვალდებულნი, შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.  თუმცა, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ „გირჩი“ თავს შეიკავებს ასეთი მოქმედებებისგან, რადგან ეს პოპულარიზაციაა", - განაცხადა კილაძემ.

მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ, ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში სრულად ლეგალიზებული გახდეს. ასევე, ლეგალიზებული იყოს მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე  „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^