„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოსულის სამხრეთით, ქალაქ ჰამამ ალ-ალილში სამი კვირის წინ 300 ერაყელ პოლიციელს მოჰკვეთეს თავი. ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს ადასტურებს. მათი თქმით, ორი დღის განმავლობაში მიჰყავდათ ერაყელი სამხედროები, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ეს იყო მასობრივი მკვლელობა „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების მიერ.