აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთს წინ აღუდგეს, თუკი ეს უკანასკნელი „აშშ-ის ღირებულებებიდან და საერთაშორისო ნორმებიდან" გადაუხვევს.
BBC-ის ინფორმაციით, ობამა თავს დაიმედებულად გრძნობს დონალდ ტრამპის დაჟინებული პოზიციის გამო, რომ „ბოლომდე უერთგულებს NATO-ს".
ამის შესახებ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს გერმანია-აშშ-ს, ასევე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ახლო ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობას.