"მთავარი ცვლილება რომლის დანერგვის სურვილიც მექნება უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ, იქნება სტრატეგიული დაგეგმარების ფუნქციის დაფუძნება საკანონმდებლო ორგანოს დონეზე. ჩვენ ხშირად ვიყავით მომსწრე ინიციატივების რომლებიც არ იყო თანხვედრაში შეასაბამის ფინანსურ რესურსებთან. ამ კუთხით მინდა ნორმატიული აქტების დანერგვა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციით. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა". - ამბობს ახლადარჩეული დეპუტატი მარიამ ჯაში ლიბერალთან საუბრისას.
მისი თქმით, "როგორც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, ისე პრემიერის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლება არის უმთავრესი მიმართულება. მოხარული ვარ რომ დღეს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა".
ჯაში აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნის პასუხად აცხადებს, რომ მომდევნო კვირას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრები.
"მჭირდება საფუძვლიანი ანალიზი რომ ჩემი ხედვა შევაჯერო. უმაღლესი განათლების კუთხით ამ ეტაპზე ჩემთვის ამიოსავალი იქნება სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება". - ამბობს მარიამ ჯაში.
ქუთაისში ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.