Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო, თალაკვაძე და ნაცვლიშვილი "ჯორჯიან მანგანეზის" დაჯილდოების შესახებ

18 ნოემბერი, 2016 20:26

მე არ ვიცნობ კრიტერიუმებს, რის გამოც "ჯორჯიან მანგანეზი" საუკეთესო კომპანიად დასახელდა და არ ვიცი, იმსახურებდა თუ არა ამ ჯილდოს. ეს იყო კერძო სექტორის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები სტუმრის სტატუსით შევუერთდით - ასე უპასუხა დღეს "ჯორჯიან მანგანეზის" დაჯილდოებაზე "ლიბერალის" კორესპონდენტის შეკითხვას "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზი" წლის საუკეთესო კომპანიად "ჯორჯიან თაიმსმა" შემდეგი კრიტერიუმების გამო დააჯილდოვა - საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტი, კორპორაციული პასუხისმგებლობა. სპეციალური პრიზი კომპანიის დირექტორის მოადგილეს, დავით ჭანტურიას არჩილ თალაკვაძემ გადასცა.

ჯილდო "ჯორჯიან მანგანეზს" - სამუშაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის დაცვისთვის

ქუთაისში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებოდა დღეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც. მან "ლიბერალს" განუცხადა, რომ ამ ჯილდოს შესახებ არაფერი იცის და არც შეფასების კრიტერიუმებზე აქვს დეტალური ინფორმაცია. 

"შემიძლია გითხრათ, რომ შარშან შექმნილ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი.  ჩვენ დაგეგმილი გვაქვს,უკვე ჯანდაცვის კომიტეტთან თანამშრომლობით გავაძლიეროთ გარემოს ზეგავლენით გამოწვეული დაავადებების პრევენციის პროცესი და გავაგრძელებთ ამის წინააღმდეგ ბრძოლას". .

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა "ჯორჯიან მანგანეზის" დაჯილდოებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოში არ არის მშრომელთა უფლებები ჯეროვნად დაცული. მხოლოდ შრომის კოდექსის არსებობა არ არის გარანტი იმისა, რომ მუშათა უფლებები დაცულია.

"საჭიროა შრომის ინსპექციის სრულფასოვანი მუშაობა, რომ შემოწმების, დაჯარიმების და სანქციების მექანიზმი არსებობდეს. არის რიგი კომპანიები, მეტ-ნაკლებად პატარა კომპანიები, სადაც შეიძლება დაცული იყოს მშრომელთა უფლებები, მაგრამ დღესდღეობით, მე არცერთ კომპანიას არ მივცემდი შრომის უსაფრთხოების კრიტერიუმით ჯილდოს. განსაკუთრებით ასეთ დიდ საწრამოებში მუშათა შრომითი პირობები და უსაფრთხოება სრულფასოვნად არაა დაცული", - განაცხადა დღეს ქუთაისში ბექა ნაცვლიშვილმა. 

მისივე განმარტებით, ამ საკითხე სოციალური დიალოგი უნდა გაძლიერდეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა, რაც კომპანიების შემოწმებას მხოლოდ მათი ნებართვით ითვალისწინებს, უნდა შეიცვალოს:

"არსებობს შიში, რომ ასეთი მიდგომა ბიზნესის წარმომადგენლებში შიშს გამოიწვევს. არსებობს არაერთი საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ეს ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. რადგან ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინვესტიციისგან თავს იკავებს, რადგან შრომითი უფლებების მხრივ დაბალი სტანდარტები გვაქვს. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. "ქართულ ოცნებაში" სამი სოციალ დემოკრატი ვართ, ვაპირებთ ფრაქციის ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი მიმართულება იქნება ღირსეული დასაქმება და შრომითი ურთიერთობები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ჯორჯიან მანგანეზი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს  ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმოს;  ზესტაფონის ფეროშენდობისა და სილიკონმანგანეზის ქარხანას და ვარციხეჰესის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიაში 6000-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^