საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.
კონკურსს წელს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა და 20 ნოემბერს ჩატარდა.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს უკვე მესამედ გახდა. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, 2011 წელს კი ჯგუფ - "ქენდის".