Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: გოგონების გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით დაისჯება

22 ნოემბერი, 2016 15:49

„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ქალის გენიტალიების დასახიჩრებას ეხება. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, ე.წ. გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვეგონა, რომ ასეთი რამ ხდებოდა საქართველოში. გვინდა, რომ ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას, მათ შორის, ამ გზით“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მან განვლილ ოთხ წელსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რის ანგარიშსაც უწყება დეკემბერში წარადგენს. წულუკიანის ინფორმაციით, მართლმსაჯულების რეფორმა გაგრძელდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სასამართლოში მედიაციის ინსტიტუტის დამკვიდრება და საქმის განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვა იქნება.

„გაისად, ზამთარში თბილისის საქალაქო სასამართლოში საპილოტე რეჟიმში დავგეგმავთ ელექტრონული განაწილების პროგრამას, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაანაწილებს საქმეებს. ეს განტვირთავს მოსამართლეებს და მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ მოსამართლე მართლმსაჯულებას დამოუკიდებლად ახორციელებს“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ქალების, ბავშვებისა და მოხუცების უფლებების საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს, მათ შორის ოჯახში ძალადობის კუთხით.

„ყველა ის დიდი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და მიმდინარეობს, იქნება ეს საარჩევნო სისტემის დახვეწა, მიწის რეგისტრაცია თუ სხვა, გაგრძელდება და მიიღებს იმ საბოლოო სახეს, რაც საქართველოს აქცევს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელის უარესობისკენ გარდაქმნა შეუძლებელი იქება“.

რაც შეეხება ბავშვის უფლებებს, წულუკიანის თქმით, ამ მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, იქნებოდა ეს ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი თუ ქუჩაში მომუშავე ან მცხოვრები ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგება. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და სტამბულის კონვენციის რატიფიკაციით დასრულდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^