„ხუდონი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ამ პროექტს აქვს გარკვეული სირთულეები, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“, - აცხადებს კალაძე.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებაა
„ის, რომ ელექტორენერგიის თვალსაზრისით ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს რესურსი რაციონალურად იქნეს გამოყენებული და ათვისებული“, - აცხადებს კალაძე.