Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინაშვილი: კულტურის მინისტრი საყდრისის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცეს

24 ნოემბერი, 2016 11:49

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ საყდრისის გამო, ასევე ხე-ტყის მასობრივი გაჩეხვისთვის, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. 

ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ მწვავე შეკითხვები მიხეილ გიორგაძესთან სწორედ საყდრისთან დაკავშირებით ექნება და „ალიანსი” გეგმავს, რომ კომიტეტზე მინისტრების მოსმენისას აღნიშნულ საკითხზე მწვავედ ისაუბროს და ფაქტები დაასახელოს.

რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, ინაშვილი მასთან ხე-ტყის მასობრივ ჭრაზე გეგმავს მრავალი შეკითხვის დასმას.

პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^