Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა გადაწყვიტა

24 ნოემბერი, 2016 13:06

მთავარი პროგურატურის განცხადებით, მათ ცოტნე გამსახურდიასა და  გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღეს.  

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე დაიწყო ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები; მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მიიღო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც მსჯავრდებულები არიან.

„ახალი გამოძიებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად. დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ წინასწარ დადგმული სცენარით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, როდესაც მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა. აღნიშნულისთვის ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ აღინიშნა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაცია, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას.

კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება, არის შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბებუა, რომელიც კუდის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების გამო დააკავეს, ქრთამის აღების ცრუ ბრალდებით.  კერძოდ,  2010 წლის 25 ოქტომბერს, ღამის საათებში გიორგი ბებუა დაიბარეს კუდის უფროსთან დათა ახალაიასთან, სადაც მის მიმართ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლა კუდის მაღალჩინოსნების მხრიდან, თითქოს იგი საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კერძო კომპანიის მფარველობის სანაცვლოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულად გასამრჯელოს.

საბოლოო ჯამში, სამუდამო პატიმრობითა და საპატიმრო დაწესებულებაში აუტანელი პირობების შექმნის მუქარით იგი იძულებული გახდა, ეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული, რის შემდეგაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. გიორგი ბებუამ საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ 2012 წელს, პრეზიდენტის შეწყალების აქტით დატოვა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება არ ყოფილა, რის გამოც ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურამ გამოიტანა დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^