სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის, კახი კახიშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებული დედები, რომელთა შვილებიც 3 წლის შემდეგ დაწესებულებას დატოვებენ, მათ სანახავად უქმე დღეებში დაწესებულებიდან გამოსვლას შეძლებენ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მსჯავრდებულ ქალს ბავშვი დაწესებულებაში შეეძინა, ის მასთან 3 წელი რჩება. შემდეგ კი დაწესებულებას ტოვებს. კახიშვილის განმარტებით, ბავშვის უფრო დიდი ხნით დატოვება მის ფსიქიკაზე ცუდად აისახება, ამიტომ დღეს არსებული 3-წლიანი ვადა ვერ გახანგრძლივდება. სანაცვლოდ, დედები, რომელთა შვილებიც დაწესებულებას დატოვებენ, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში მათ სანახავად გამოსვლას შეძლებენ.