უკვე მეორე წელია, გურჯაანში, „ხელი ხელს" საოჯახო ტიპის სახლის მცხოვრებლები წინასაახალწლოდ ჩურჩხელებს ამზადებენ და საცალო და კორპორატიულ შეკვეთებს იღებენ. თავიანთი ბადაგით დამზადებულ ჩურჩხელებს კი წელს პირველად გაყიდიან.
„გადასარევი ჩურჩხელები“ - ასე ჰქვია „ხელი ხელს" სახლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიერ დამზადებულ ჩურჩხელებს.
„ჩურჩხელების შეძენა საოჯახო ტიპის მომსახურების მხარდაჭერაცაა. ესაა სოციალური აქტივობა, რომელიც ადამიანების თანასწორ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს და დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს", - ამბობს „ხელი ხელს" ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი, გიორგი ლიპარიშვილი.
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერ
გოჩა „ხელი ხელს" საოჯახო ტიპის პირველი სახლის მამასახლისია. სახლის საქმეებს დიდი გულისყურით მეთვალყურეობს. რთველშიც მონაწილეობს და სხვებს ჩურჩხელების „გაფენაშიც" ეხმარება.