
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, სადაც დეპუტატები მათ კითხვებს უსვამენ.
„საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რამდენიმე კითხვასთან ერთად ყურადღებას ID ბარათების საკითხზეც ამახვილებს.
„ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში ID ბარათების საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ უამრავ ადამიანს არ სურს აიღოს ID ბარათი. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება დავუშვათ ქაღალდის პასპორტები და პირადობის მოწმობები? და ამ ქაღალდის პასორტებზე იყოს დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო მონაცემები? ეს უკვე დეტალებია და ამაზე შეიძლება საუბარი. მთავარი არის ის, რომ ადამიანებს არჩევანის საშუალება მივცეთ და ვისაც არ სურს ID ბარათის აღება, აიღოს ქაღალდის პირადობის მოწმობა“ - ამბობს ირმა ინაშვილი
კითხვებს დასმის პროცესი გრძელდება. „ლიბერალი“ შემოგთავაზებთ მინისტრობის კანდიდატის პასუხს ამ კითხვაზე.