„დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დევნილების არა მხოლოდ ბინებით დაკმაყოფილებას, არამედ კომპაქტურად დასახლებას. გაგრელებმა ერთად უნდა იცხოვრონ, გუდაუთელებმა - ერთად. ეს მათთვის ნუგეშია. ჩვენ ის გარემო და ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ, რაც აფხაზეთში იყო. ისინი ერთად ტირიან და ერთად უხარიათ, ერთმანეთს თავიანთ ემოციებს უზიარებენ, აფხაზეთზე საუბრობენ",- ამ ინიციატივით პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს, სოზარ სუბარს პარლამენტის სხდომაზე მიმართა.
მარშანია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ დევნილთა ბინებისთვის მიმდინარე მშენებლობაზე თავად დევნილები დასაქმდნენ.
„მათთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, პირველ რიგში, მორალური“,- აღნიშნა დეპუტატმა.