რამდენიმე დღის წინ „ლიბერალმა“ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო სკოლებში იმ მოსწავლეების რაოდენობისა და სწავლის შეწყვეტის მიზეზების შესახებ, რომლებმაც 2015-2016 წლებში მიატოვეს საჯარო სკოლა.
აღნიშნულ ინფორმაციას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს. მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს 67 რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესახებ.
აღმოჩნდა, რომ სკოლის მიტოვების მიზეზებში სჭარბობს მშობლის ან მეურვის განცხადება მოსწავლის სკოლიდან გაყვანის შესახებ, ასევე, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება.
ჩამოთვლილ მიზეზებში, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მივიღეთ, ყველაზე მცირე წილი უკავია ისეთ მიზეზებს, როგორებიცაა: სკოლიდან გარიცხვა, სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, ჩარჩენილი მოსწავლის ვაუჩერის გადაუხდელობა, პირველკლასელი მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმას.
გთავაზობთ სკოლის მიტოვების მიზეზების ჩამონათვალს და მოსწავლეების რაოდენობას საქართველოს 67 რაიონის საჯარო სკოლების მაგალითზე.
2015-2016 წლებში სკოლა სულ მიატოვა 10 671 მოსწავლემ.
სკოლის მიტოვების მიზეზებია:
ავადმყოფობა - 272
გარდაცვალება -102
დაოჯახება - 515
დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი - 174
მოსწავლე ზედიზედ არ ცხადდება 90 სასწავლო დღე - 1394
მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ - 1833
მუშაობის დაწყება - 1434
მშობლის/მეურვის განცხადება - 2291
პირველკლასელი მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმას - 4
პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება - 1981
სკოლიდან გარიცხვა - 152
სკოლის შინაგანაწესის დაღვევა - 17
ჩარჩენილი მოსწავლის ვაუჩერის გადაუხდელობა - 35
სხვა - 467
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ფაილში