Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „არ დავთმოთ ღამე"- ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

25 ნოემბერი, 2016 22:44

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ინიციატივით ამ დღის აღსანიშნავად ღამის მსვლელობა მოეწყო.

"არ დავთმოთ ღამე" - ამ მოწოდებით ქალები სექსუალურ შევიწროებას და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ. 

სტვენით და შეძახილებით ქალებმა მსვლელობა მარჯანიშვილის თეატრიდან დაიწყეს. 

„ჩვენ, ქალები, ვითხოვთ უსაფრთხო საჯარო სივრცეს! 
ჩვენ, ქალები, ვითხოვთ, სათანადოდ ვიყოთ დაცულები კანონმდებლობით! 

▶ რატომ არ უნდა დავთმოთ ღამე?

სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები ქალებისა და გოგონებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ის ყველგან გვხვდება: როგორც ქალაქებში, ისე ქალაქებს გარეთ, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ქალები და გოგონები საჯარო სივრცეებში აწყდებიან სექსუალური შევიწროების, ძალადობის, გაუპატიურებისა და ფემიციდის რისკს. ეს ხდება ქუჩაში, საჯარო ტრანსპორტში, პარკებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებში. გარემო ქალებისა და გოგონების გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ხელს უშლის მათ აქტიურ მონაწილეობას საჯარო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ხშირად გამორიცხავს მათ ჩართულობას კულტურულ და რეკრეაციულ ღონისძიებებში. მაშინ, როდესაც პირად სივრცეში ძალადობა (ოჯახში ძალადობა) ასე თუ ისე, აღიარებული პრობლემაა, საჯარო სივრცეებში ძალადობა ჯერ კიდევ უხილავ და დაურეგულირებელ პრობლემად რჩება. 

სექსუალური შევიწროება არ ისჯება არც სისხლის სამართლის და არც სხვა დარგის კანონმდებლობით. „არ დავთმოთ ღამე“ ქალებს შესაძლებლობას გვაძლევს, ავიმაღლოთ ხმა კანონის წინააღმდეგაც! ", - ამბობენ „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრები. 

„არ დავთმოთ ღამე“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი აღმოფხვრა. ღონისძიება 1970–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად 30-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. 

ამ აქციით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი უერთდება „ქალთა ფონდის" კამპანიას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ - “სექსუალური შევიწროება ძალადობაა! შეეწინააღმდეგე, რომ შეაჩერო”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^