როგორც "ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წუხელ, თამარ მეფის გამზირზე გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის გამო, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, თბილისში კიდევ ერთ ტანსგენდერ ქალს, ნატას დაესხნენ თავს. მას ტრამვები სახის არეში აღენიშნება, მოტეხილი აქვს ცხვირი, ნატა საავადმყოფოდან ამ დილით გამოწერეს.
როგორც ჩვენთან საუბარში ყვება, მასთან ორი უცნობი ადამიანი მოვიდა, და იკითხა კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც გინებით მოიხსენიებდნენ. მას შემდეგ რაც ნატა ვერ დაეხმარა ამ ქალის მოძებნაში, მამაკაცები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ: "მცემდნენ და მაგინებდნენ, მიყვიროდნენ რომ უნდა მოვმკდარიყავი, რადგან დავიბადე ასეთი, რადგან ვარ ტრანსგენდერი" - გვიყვება ნატა.
მისი თქმით, მან გამოიძახა პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ, თუმცა თავდამსხმელები უკვე წასულები იყვნენ და მათი დაკავება ვერ შეძლეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედები და დეტალებს მაშინვე განცნობებთ, როგორც კი რაიმე გაირკვევა - გვითხრეს სამინისტროში.
ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმისთვის შსს-მ საქმის გამოძიება 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო
26 ნოემბერი, 2016
12:54
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^