დღეს, 15:00 საათზე თბილისის მერიასთან "პარტიზანი მებაღეების" საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ეს დიდი ხნით ადრე დაწყებული პროტესტის გაგრძელებაა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში დროებით შეაჩერეს, აქციების პოლიტიზების თავიდან ასარიდებლად. გარემოსდამცველები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციას ბევრად ადრე, მისი ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომას კი აგვისტოდან, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტის შემდეგ ითხოვენ.
"ჩვენი დაწყებული პროტესტი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციისა, სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადაყენების მოთხოვნით არჩევნების მსვლელობის განმავლობაში დროებით შევაჩერეთ, რომ არ შეგვეშალა ხელი საარჩევნო პროცესის მსვლელობისთვის და ჩვენი აქციების პოლიტიზირება არ მომხდარიყო. ახლა, როცა ყველაფერმა ჩაიარა, ვაგრძელებთ აქციების ტალღას, მოთხოვნები რჩება იგივე - მოსახლეობის ჩართულობით მოხდეს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია, გადადგნენ სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე", - ვკითუხლობთ აქციის ანონსში.
"პარტიზანი მებაღეების" თქმით, მერიამ უპასუხოდ დატოვა მათი 800-ხელმოწერიანი პეტიცია, პროკურატურიდან კი დღემდე არანაირი პასუხი არ აქვთ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტის გამოძიების თაობაზე, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია არ დაწყებულა და მისი ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი და მოადგილე ნუგზარ კახნიაური კვლავ იკავებენ ამ თანამდებობებს.
"ყველა ხელმომწერმა და მოქალაქემ უნდა მოვთხოვოთ მერიას: ისწალონ პასუხის გაცემა და ისწავლონ მოქალაქეების მოსმენა და რეაგირება", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.