Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაის-ივნისში დასრულდება

28 ნოემბერი, 2016 14:39

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაის-ივნისში დასრულდება - „ლიბერალი" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელს ესაუბრა. 

პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 000 670.45 ლარია. 

ფონდის ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას" - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აღდგება 2.6 კმ სიგრძის გვირაბი და მშენებლობის ფარგლებში 4 ამოსასვლელი გაკეთდება ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩებზე. 

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური ერთობლივი საწარმო „KOBRA ASSIGNIA “აწარმოებს.

„მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია „ევროსტუდიომ“ მოამზადა. პროექტს გავლილი აქვს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპერტიზა. გარდა ამისა, ის დამოუკიდებელმა იტალიელმა ექსპერტმაც შეაფასა და მისი დეტალები შეთანხმებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან.

თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა. დღეისათვის ის 2 ხაზისგან შედგება, საერთო სიგრძით 56 კმ. სულ დედაქალაქში ამჟამად 22 სადგური მოქმედებს, რასაც, მშენებლობის დასრულების შემდეგ 23-ე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეტროსადგური დაემატება" - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^