კოლუმბიის ქალაქ მედელინთან მიახლოებისას თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 81 ადამიანი, მათ შორის ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრები - შაპეკოენსი იმყოფებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული ცნობებით, არიან გადარჩენილები.
შაპეკოენსს, რომელიც ბოლივიიდან მოფრინავდა, ფინალური მატჩი სამხრეთ ამერიკის კლუბში მედელინის გუნდ ატლეტიკო ნაციონალთან უნდა ეთამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მთიან მხარეში, ქალაქისგან მოშორებით ჩამოვარდა.