Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ვინც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აიღო, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლება

29 ნოემბერი, 2016 16:03

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.

„მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. 
ერთ კლიენტზე, ერთ ბანკში, ასი ათას ლარამდე ნარჩევი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგალითად, თუ კურსია 2.50, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30" - თქვა პრემიერმა. 

მისი განმარტებით, ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც.

„ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^