Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება

29 ნოემბერი, 2016 16:52

გთავაზობთ „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას: 

„რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე პროცესი ფინალს უახლოვდება - უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა უახლოეს მომავალში განაჩენს გამოიტანს.

ჩვენ, ვინც დავაფუძნეთ, ნულიდან შევქმენით და ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიად ვაქციეთ „რუსთავი 2“, ვისაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვათმობინეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:

2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება ჩატარებულიყო გამოძიება დამფუძნებლებისათვის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ჩამორთმევის თაობაზე.

2015 წელს, მიუხედავად გაწელილი სამართლებლივი პროცესისა, პროკურატურამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვცნო დაზარალებულად, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო საქმე შემოდო თაროზე და არ მისცა მას მსვლელობა.

ამ პროცესის პარალელურად, 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამოქალაქო დავა „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. ვინაიდან ეს პროცესი აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებლივი გზა, ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი მოვლენების ამგვარ განვითარებას.

დღეს, სასამართლო დავის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, პროკურატურის უმოქმედობის გამო, ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია არანაირი სამართლებლივი ბერკეტი, აქტიურად ჩავერთოთ არსებულ პროცესში.

იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში. რას შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება დამფუძნებლებს.

დარწმუნებული ვართ, მოვა დრო და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა კვლავ გახდება ზეპარტიული, დამოუკიდებელი, კრიტიკული, მიუკეძოებელი მედიასაშუალება. მხოლოდ ასეთი „რუსთავი 2“ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის განვითარებას.

დავით დვალი

ჯარჯი აქიმიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^