Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაატა საბელაშვილი: „გაზიდან ვართ“ - ასე შეაღწია პოლიციამ მოქალაქის სახლში

29 ნოემბერი, 2016 17:51

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, კიდევ ერთი მათი მხარდამჭერი დააკავეს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, პაატა საბელაშვილის განცხადებით, მოძრაობის მხარდამჭერი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, დაკავებულს სახლში მცირე რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს.

„პოლიციამ იცრუა „გაზიდან ვართო“ და ასე მოტყუებით შეაღწია სახლში ყოველგვარი ორდერის გარეშე. ამის უფლებას პოლიციას აძლევს ჩვენი უსამართლო, დანაშულეობრივი კანონმდებლობა, კერძოდ, ოპერატიული ინფორმაციის შემთხვევაში. მას არ სჭირდება მოსამართლისთვის იმის დადასტურება, რომ საკმარისი საფუძველი აქვს, შეიჭრას მოქალაქის პირად სივრცეში და თავდაყირა დააყენოს მისი სახლი“, - ამბობს პაატა საბელაშვილი 

საბელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა უარი თქვა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებასა და კლინიკურ დათვალიერებაზე. 

„ადვოკატმა უკვე  ნახა დაკავებული. მოვახერხეთ ის, რომ პოლიციას მოვუგეთ ამ ფრონტზეც, მინიმალური დანაკარგით“, - ამბობს საბელაშვილი
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერი ამ დრომდე დაკავებულია.

მოძრაობა დაკავებულის სახლში, ჩხრეკის შემდგომ გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს: „ფოტოზე ასახულია ის, რასაც ჩხრეკის გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვდა“


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^