ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა მოიცავს დებულებებს ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის შესახებ, ასევე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის განხორციელების შესახებ.
„გაფართოვდა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა, მაგრამ მისი მაჩვენებელი მაინც დაბალი რჩება: პარლამენტის ახლად არჩეული წევრების 16% 2016 წელს წინა არჩევნების დროს 12%-თან შედარებით. კვლავ ფართოდ არის გავრცელებული ქალთა მიმართ ძალადობა. საქართველო ჯერ არ მოუხდენია ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მათთან ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება," - ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებას აფასებს.