
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2,5311 იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0,0233-ით მეტია.
ლარის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. თუ დღეს 1 ევროს ღირებულება 2,6670 ლარი იყო, ხვალ მისი შეძენა 2.6825 ლარად იქნება შესაძლებელი.
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2,57-ს აღწევს. მაგალითად, „თიბისი ბანკში“, „ტერაბანკსა“ და „ლიბერთი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა 2,56 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ საქართველოს ბანკში“ - 2,57-ად.