Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთში ასობით ბინის ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 50 მოქალაქე დააკავეს

29 ნოემბერი, 2016 23:20

ესპანეთში პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, მათ ბრალი ასობით ბინის ქურდობაში ედებათ. - ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ კი ესპანეთის პოლიციაში უთხრეს, რომ ბოლო წლების  ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა  მადრიდში, ბარსელონაში, სევილიაში და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში. 

პოლიციელების ცნობით დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ.

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა „დოიჩე ველესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან. 

გარდა ამისა, ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ესპანეთის პოლიცია მას „კანონიერ ქურდს“ და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმალებოდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^