2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მოსწავლეების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის პროგრამისთვის, 16 900.0 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2015 წელს ამავე პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
საგულისხმოა, რომ განათლების სამინისტრო, მათივე განცხადებით, 2017 წელს სახელმძღვანელოებს გამომცემლებისგან შეიძენს. მომავალ წელს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო მთლიანად იცვლება და სწორედ აღნიშნულ, ახალშექმნილ სახელმძღვანელოებს შეიძენს სახელმწიფო გამომცემლებისგან.
მინისტრი აცხადებდა, რომ სახელმძღვანელოების გამომცემლებისგან შესაძენად სამინისტროს 17-18 მილიონი ლარი დასჭირდებოდა.