განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თეიმურაზ მურღულია ინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.
თეიმურაზ მურღულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი შარვაშიძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში იყარა კენჭი.