Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბათუმში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7,5-ჯერ გადააჭარბა

02 დეკემბერი, 2016 13:43

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბათუმში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ნორმას 7,5-ჯერ აღემატებოდა და ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ ნივთიერების ასეთი მაღალი კონცენტრაცია ჯერ არ დაფიქსირებულა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, ოქტომბერში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი თბილისში სამი ავტომატური სადგურის მეშვეობით მიმდინარეობდა, რომლებიც განლაგებულია წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე ვარკეთილში.

წერეთლის გამზირზე აზოტის დიოქსიდის საშუალო თვიური კონცენტრაცია 1,4-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო აზოტის ოქსიდის - 1,6-ჯერ.

ბაგრატიას განმარტებით, თბილისის ჰაერში მტვრის ჭარბი კონცენტრაციაა, კერძოდ, მონიტორინგმა აჩვენა, რომ წერეთლის გამზირზე დასაშვებ ნორმას ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ აღემატებოდა. მისი თქმით, ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი წერეთლის გამზირზე 30-დან 14 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

მისივე თქმით, შედარებით უკეთესი მდგოამრეობა აღინიშნა ყაზბეგის ქუჩაზე, კერძოდ, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში აღემატებოდა მტვრის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 1,3-ჯერ. რაც შეეხება ოზონის საშუალო თვიურ კონცენტრაციას, იგი 1,1-ჯერ აღემატებოდა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას.

„თბილისში გამოვლინდა ერთი წერტილი წინა გაზომვების დროს - ნიკოლაძე-მელიქიშვილის გადაკვეთა, სადაც საკმაოდ მაღალი აზოტის დიოქსიდის დაბინძურება გამოვლინდა. ეს იყო საქართველოს მასშტაბით წარმოებული კვლევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი” - თქვა ბაგრატიამ.

ქუთაისი კვლავაც რჩება მყარი შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებულ ქალაქად.

„ქუთაისში მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია ნორმას 3-ჯერ აღემატებოდა. ზესტაფონში - 1,4-ჯერ, ბათუმში - 1,6-ჯერ. ბათუმში ნახშირჟანგი 1,2-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო აზოტის დიოქსიდი 7,5-ჯერ. ეს საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია და ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავათ სხვადასხვა უწყებას გამაფრთხილებელი წერილებით, რათა ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ. ბოლო 1 წლის განმავლობაში აზოტის დიოქსიდით ასეთი დაბინძურება ჯერ არ დაფიქსირებულა” - თქვა ბაგრატიამ.

რაც შეეხება რუსთავს, მისი განმარტებით, იგი კვლავაც გამოირჩევა მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციით, კერძოდ, მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატებოდა ნორმას.

„ჭიათურაში აღინიშნა გოგირდის დიოქსიდის გადაჭარბება და ეს 1,3ჯერ აღემატებოდა ნორმას” - თქვა ბაგრატიამ.

მისი განმარტებით, ტექდათვალიერება, რომელიც 2018 წლიდან სავალდებულო გახდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს მდგომარეობას.

„რაც უფრო მეტი მანქანაა, აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი უფრო მაღალია. თბილისში, ისევე როგორც რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტორატრანსპორტო საშუალებები, თუმცა სხვა წყაროებიც არსებობს - მშენებლობის მტვერი. მშენებლობების დროს, სამწუხაროდ არ იცავენ ხოლმე სტანდარტებს და არ არის პროცესი იზოლირებული” - თქვა ბაგრატიამ.

მისივე განმარტებით, ბუნებრივია, რომ ეს სხვადასხვა ნივთიერების გადაჭარბებული კონცენტრაცია დაავადებების გავრცელებაზე გავლენას ახდენს და განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები, მოხუცები და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები არიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^