
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, სამინისტროს გამოთვლებით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება მოსალოდნელი არ არის.
„ქრონიკასთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ გაკვირვებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პათოსით, თითქოს „პრემიერის დაანონსებულმა ცვლილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინა დოლარის კურსზე".
კალაძე ამბობს, რომ ტარიფების დადგენა სემეკის პრეროგატივაა, თუმცა, ამ ეტაპზე ფასების მატება მოსალოდნელი არ არის.