თბილისის სხვადასხვა უბნებში 26-მდე ველოსადგური გაშენდება, რომელთაც ველოტრასები დააკავშირებს. შესაბამის საპილოტე პროექტს თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარნტიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით ახორციელებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ 2017 წელს დაახლოებით 25-26 ველოსადგურის გაკეთება იგეგმება, რომელთაგან 3, დიდი ალბათობით, უკვე მიმდინარე თვეში გაკეთდება. მათ სავარაუდო ლოკაციები დედა ენის ბაღი და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია იქნება.
„ველოსადგურებისთვის ლოკაცია ველომოყვარულებთან ერთად შევარჩიეთ, თუმცა, შესაძლოა, ეს ლოკაციები შეიცვალოს, რადგან თბილისის დაპროექტების დროს მსგავსი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ იყო გათვალისწინებული. უნდა განვსაზღვროთ, სად უნდა გაკეთდეს ველობილიკები - ტროტუარზე, თუ გზის სავალ ნაწილზე. ტროტუარი ქვეითებისაა, გზის სავალი ნაწილი კი საშიშია. შესაბამისად, ამას კარგი დაგეგმვა სჭირდება. ვმუშაობთ ორგანიზაციან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთოებისთვის““ - ამბობენ მერიის სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელი გელა კვაშილავა ამბობს, რომ უკევე ოთხი წელია, ორგანიზაცია ამ საკითხზე მუშაობს.
„გვინდა, რომ ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი, პოპულარული გახდეს. მილიონნახევრიანი ქალაქია, სადაც ველოსადგურები ფაქტობრივად არ არსებობს, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. ველომოყვარულებთან დავიწყეთ მუშაობა, რომ დაგვეგეგმა ბილიკი, რომელის გაკეთებაც დიდი ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა. თბილისის ველომოყვარულთა კლუბთან ერთად გავაერთიანეთ გეგმები და საკრებულოში გავაკეთეთ პრეზენტაცია. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ახალმა უფროსმა გვითხრა, რომ თანახმაა, სადგურები გაკეთდეს ქალაქში“ - უთხრა კვაშილავამ „ლიბერალს“.
საგზაო უსაფრთხოების და ალტერნატიული ტრანსპორტის საკითხებზე
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი" თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ „ველო მარგია, ველო კარგიას!“ ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები კვლევას ატარებენ.