გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით პეტიცია ვრცელდება:
„მოვითხოვთ, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან დაუყოვნებლივ აიღოთ ეს სიმახინჯე. გენერალი მაზნიაშვილი ასეთ ბიუსტს არ იმსახურებს. ერის სირცხვლია ეს“!
პეტიციას 1475 ხელმომწერი ჰყავს. მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი 30 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.